საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და სტუმრად საბერძნეთთან ერთი ბურთის სხვაობით, 26:27, დამარცხდა.
შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდი, 10 ნოემბერს, თბილისი არენაზე, ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ჩვენი გუნდი მე-3 ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად.