დუბლი 42 წამში და გადარჩენილი თამაში - საქართველომ ლატვიასთან ფრე ითამაშა » სპორტის ხაზი

დუბლი 42 წამში და გადარჩენილი თამაში - საქართველომ ლატვიასთან ფრე ითამაშა

დუბლი 42 წამში და გადარჩენილი თამაში - საქართველომ ლატვიასთან ფრე ითამაშა
6-11-2024, 21:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგური მატჩი გამართა, ფრედ დასრულდა, 2:2.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთითა და 54 წამით ადრე გიორგი ჩიმაკაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 12 წამით ადრე დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები წაგებას გადაარჩინა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს 7 ნოემბერს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ეს ჩვენი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი