ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება » სპორტის ხაზი

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება
6-11-2024, 03:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს 6 და 7 ნოემბერს გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 5 ნოემბერს, თამაშების მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.

საქართველო - ლატვიის ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი) შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), შალვა ცირამუა (არმია), არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი) ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია), ნიკა ხარატიშვილი (კსუ)

nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი