უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგი ტურის შეხვედრაში "დორტმუნდმა" სიგნალ იდუნა პარკზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და სტატისტიკურ ვებსაიტ Sofascore-სგან შეფასების სახით, 10-ბალიანი სისტემით, 7,5 ქულა დაიმსახურა.