"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი" - დვალიშვილი ხურციძეს პასუხობს » სპორტის ხაზი

"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი" - დვალიშვილი ხურციძეს პასუხობს

"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი" - დვალიშვილი ხურციძეს პასუხობს
5-11-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კრივში საბრძოლველად გამოიწვია.

მისი თქმით, წლების წინ, მერაბმა სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რასაც უარყოფს დვალიშვილი.

"მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყბელებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…

ადამიანი რომელიც მსგავს რამეს იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!

მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს! მას სჭირდება სერიოზული დახმარება.

მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს,ცილისწამებისთვის ,ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.

მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ….
", - წერს მერაბი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი