ლეგენდარულმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინმა ყოფილ კლუბ, მანჩესტერ იუნაიტედზე ისაუბრა.
"დღევანდელი მანჩესტერ იუნაიტედი უბრალოდ საშუალო კლასის გუნდია და მეტი არაფერი - ამას ყველა სტატისტიკა ადასტურებს. არის მომენტები, როცა გუნდს კარგი და ცუდი შედეგები აქვს, თუმცა არასდროს იცი, თუ როგორ ითამაშებს მომდევნო მატჩში და ეს არ არის კარგი, გუნდი არასტაბილურია", - განაცხადა როი კინმა.
ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი 12 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.