საქართველოს ნაკრების და კოპენჰაგენის ფეხბურთელის გიორგი გოჩოლეიშვილის შვილი ავადაა - ინფორმაციას ამის თაობაზე დანიური კლუბი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის ოჯახი ჰოსპიტალიზირებულია და მკურნალობის კურსს წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გადის.
მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, გიორგიმ გუშინ სილკებორგის წინააღმდეგ მაინც ითამაშა, საგოლე გადაცემაც მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
23 წლის მოთამაშის მხარდასაჭერად, კოპენჰაგენის ფანებს ტრიბუნაზე ბანერი ჰქონდათ გამოფენილი, სადაც გოჩოლეიშვილს და მის ოჯახს თანადგომას უცხადებდნენ.