ჟოზე მოურინიოს სკანდალური კომენტარი თურქეთის ლიგაზე » სპორტის ხაზი

ჟოზე მოურინიოს სკანდალური კომენტარი თურქეთის ლიგაზე

ჟოზე მოურინიოს სკანდალური კომენტარი თურქეთის ლიგაზე
4-11-2024, 21:38
Aa Aa
გაზიარება:

ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თურქეთის ჩემპიონატი გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ ლიგას საზღვარგარეთ არც არავინ უყურებს.

ქვეყნის ფარგლებს მიღმა არავის სურს, რომ ამ ლიგას უყუროს. ვის სურს, რომ საზღვრებს გარეთ გვიყუროს? მათ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და პორტუგალიის ლიგები აქვთ, ამას ვინ შეხედავს?

ეს ყველაფერი ძალიან ნაცრისფერია, ძალიან ბნელია და ცუდი სუნი სდის, თუმცა ეს ჩემი საქმეა, ჩემი კლუბია და მისთვის ყველაფერს გავიღებ.

- თქვა მოურინიომ.

ცნობისთვის, პორტუგალიელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ თურქეთის ლიგა "ჩარევებისგან" სუფთა არ არის და გადაწყვეტილებებს "ზემოთ" იღებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი