მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი მილანი იქნება.
იქამდე კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ახლა ფეხბურთის თამაშის დრო არ არის.
ფეხბურთი ზეიმს ნიშნავს, თუმცა არ შეგიძლია მისით ისიამოვნო იმ შემთხვევაში თუ ხალხი თავს კარგად არ გრძნობს.
ეს სისულელეა. არავის სურდა თამაში, თუმცა ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ფეხბურთი გასულ კვირას უნდა შეჩერებულიყო.
- თქვა კარლომ.
ანჩელოტის აქცენტი ვალენსიაში მომხდარ ტრაგედიაზე ჰქონდა გაკეთებული, სადაც არაერთი ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა.