შვედეთის ნაკრებისა და "სპორტინგის" 26 წლის შემტევს, ვიქტორ გიოკერესს "იუნაიტედში" გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჰკითხეს.
"იუნაიტედი?" ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ახლა აქ ვარ და "სპორტინგში" სიამოვნებას ვიღებ.
ამორიმის წასვლა მეწყინა, მაგრამ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
- ამბობს შვედი.
შეგახსენებთ, რომ "იუნატიედის" ახალი თავკაცი, რუბენ ამორიმი, გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ პორტუგალიელებს წვრთნიდა.
პორტუგალიის ჩემპიონატში გ იოკერესის ანგარიშზე 10 მატჩში 16 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.