13:0 გაქცევა ბოლო წუთებზე, რითაც კავკასიამ ქუთაისი 92:90 დაამარცხა » სპორტის ხაზი

13:0 გაქცევა ბოლო წუთებზე, რითაც კავკასიამ ქუთაისი 92:90 დაამარცხა

13:0 გაქცევა ბოლო წუთებზე, რითაც კავკასიამ ქუთაისი 92:90 დაამარცხა
3-11-2024, 14:31
Aa Aa
გაზიარება:

ფიბა ევრპის თასზე მოთამაშე ქუთაისმა სუპერლიგაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან წააგო. თან ისე, რომ 90:79 იგებდა და მატჩის დარჩენილი 4 წუთი 0:13 დათმო და საბოლოოდ 90:92 დამარცხდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი შეუპოვარი ხასიათი, რის ხარჯზეც მოქმედ ჩემპიონთან, რომელთანაც გასული სეზონის ფინალი დათმეს, მეტად საამაყო გამარჯვება იზეიმეს.

ქუთაისმა 30 თებერვალს 3-ოვერტაიმიანი მატჩი ითამაშა ფიბა ევროპის თასზე, თბილისში, სლოვაკურ პრიევიძესთან, თუმცა 3 დღე ძალების აღსადგენად სრულებით საკმარისია. ქუთაისელების მინუსად უფრო ბექა ბექაურის არყოფნა გამოდგება, რომელიც დიდი ძალაა როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. ბოლო წუთებზე სწორედ ამ კომპონენტებში დაიჩაგრნენ ქუთაისელები, რომლებმაც ზემოთნახსენები კავკასიელთა გაქცევის დროს ბურთები ფარქვეშიდანაც მიიღეს და პერიმეტრიდანაც.

მთლიანობაში, კავკასია იმსახურებდა გამარჯვებას და ის 13:0 გაქცევა, რომლითაც ეს მატჩი მოიგო, გამართული თამაშისა და ბრძოლისუნარიანობის შედეგია. კავკასია იგებდა მეორე პერიოდში, მესამეში კი ლიდერი ბევრჯერ შეიცვალა. ქუთაისელებმა ბოლო პერიოდში ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ – თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 12 ქულით იგებდნენ, თუმცა მერაბ ბოქოლიშვილის, ლევან გოგიჩაიშვილის, გიორგი ტურძილაძისა და შამარ რაითის ქულებით ბოლო წუთები მშრალად მოიგეს და გამარჯვებას მიაღწიეს.

კავკასიელთა შორის 23 ქულით საუკეთესო იყო შამარ რაითი. 17 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა გივი ბაქრაძემ მოაგროვა. რობ პერის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. ქუთაისში გიორგი კორსანტია გამოირჩა – 119 ქულა, 13 მოხსნა. 14 ქულა მარქილ სმიტმა, ხოლო 13 გიორგი სულაბერიძემ მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი