უკვე დაახლოებით 4 თვეა კუნთის ტრავმის გამო ბარსელონას ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხო მოედანზე არ გამოჩენილა.
ესპანური გუნდის ახალმა თავკაცმა, ჰანს ფლიკმა 25 წლის მცველის დაბრუნებაზე ისაუბრა.
"არაუხო ფიზიკურად კარგ ფორმაშია, მაგრამ დაბრუნებას არ დავაჩქარებთ, რადგან არ გავრისკოთ. "ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან მძიმე ტრავმისგან ბრუნდება, პირადად მე უბედნიერესი ვიქნები მისი დაბრუნებით", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, არაუხოს დაბრუნების სავარაუდო თარიღად ესპანური მედია 15 დეკემბერს ასახელებს.