გამოცემა Fichajes-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" ბაზარზე ახალ ნახევარმცველებს ეძებს, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტი "ჩელსის" არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესია.
"რეალში" ფიქრობენ, რომ არგენტინელი ფეხბურთიდან წასულ ტონი კროოსს იდეალურად შეცვლის და მზად არიან მოთამაშისთვის არანაკლებ 100 მილიონი ევრო გადაინახონ.
თუმცა, ამ ტრანსფერის განსახორციელებლად მადრიდელებს შემადგენლობაში ადგილის გამოთავისუფლება სჭირდებათ. მთავარ ვარიანტად ჩუამენი ივარაუდება, რომელიც გაცემულ ავანსებს ვეღარ ამართლებს.
ასე რომ, გამორიცხული არაა შედგეს ფრანგისა და არგენტინელის ბარტერიც.