ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ რამდენიმე წლის წინ კანადურ გამოცემასთან ინტერვიუში კახა კალაძის თემაზე ისაუბრა.
“ნამდვილად ვამაყობ კალაძით. მისი საქმის კეთების სურვილით მტკიცდება, რომ პოლიტიკაში ადგილმს იმსახურებს.
ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ მინდორზე დიდ დროს ვატარებთ და ამიტომ საკმარისად ჭკვიანები არ ვართ პოლიტიკისთვის, თუმცა ეს სიმართლე არაა.
შესაძლოა, კახა ზოგჯერ შეცდომებს უშვებს, თუმცა როდესაც ერთ პარტიას ირჩევ, რა თქმა უნდა მეორეს არ მოსწონხარ და ძირითადად კრიტიკის მიზეზი ესაა” – განაცხადა არველაძემ.