"მუნდიალის სირცხვილია, რომ იქ ხვიჩა და ოსიმენი ვერ ითამაშებენ" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"მუნდიალის სირცხვილია, რომ იქ ხვიჩა და ოსიმენი ვერ ითამაშებენ" - იტალიური მედია

"მუნდიალის სირცხვილია, რომ იქ ხვიჩა და ოსიმენი ვერ ითამაშებენ" - იტალიური მედია
20-11-2022, 23:55
Aa Aa
გაზიარება:

გარდა იმისა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო ისევ ვერ ასპარეზობს, ამავე ტურნირს აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ნიგერიაც დააკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნდიალზე ხვიჩასთან ერთად ნაპოლის კიდევ ერთი შემტევი, ვიქტორ ოსიმენიც ვერ ითამაშებს, რასაც იტალიური მედია შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა:

"მუნდიალის სირცხვილია, რომ იქ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებენ. ქართველი დრიბლინგის ჯადოქარია, ვისაც გოლების გატანა გამოსდის. როდესაც ხვიჩა ბურთს იღებს, ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ზედ სკამებზე დგებიან, რათა ქართველის ოსტატობას თვალი ნათლად მიადევნონ." - წერს იტალიური პრესა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმიდან რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და ქართველი ფეხბურთელის დაბრუნებას 28 ნოემბრისკენ ელიან. ცნობისთვის, სწორედ ამ დროს, ნეაპოლური გუნდი თურქეთში შეკრებას გაივლის, სადაც ნაპოლი 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი