კალათბურთი | ბათუმმა ამრა მესამე პერიოდში გატეხა » სპორტის ხაზი

კალათბურთი | ბათუმმა ამრა მესამე პერიოდში გატეხა

კალათბურთი | ბათუმმა ამრა მესამე პერიოდში გატეხა
1-11-2024, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ბათუმში სტარტი აიღო სუპერლიგის მე-5 ტურმა. აჭარულმა კლუბმა გაგრის “ამრას” უმასპინძლა და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა.

თავად განსაჯეთ, პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით – 35:35 დასრულდა, რის შემდეგაც მესამე პერიოდში ფაქტობრივად ყველაფერი გაირკვა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა 10-წუთეული 28:12 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩი ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ბათუმმა საბოლოოდ 18 ქულით – 84:66 იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგის მე-3 მატჩში მე-2 გამარჯვება იზეიმა. მასპინძლებმა გუნდურად ითამაშეს. ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 და 15 ქულა შესაბამისად ოთარ ბულიავამ და ჯექსონ ბრენჩლიმ მიითვალეს. 13 ქულა და 11 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ამრაში 21 ქულით საუკეთესო იყო მაიკ ტიდველი. 15 ქულა ემანუელ ანსამ მიითვალა.

სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩები 2 ნოემბერს – თბილისსა და ტყიბულში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი