უკრაინელმა მწვრთნელმა, ოლეგ ფედორჩუკმა ერთა ლიგაზე თავისივე ნაკრების ჯგუფი შეაფასა და მათ შორის, ჩვენს ეროვნულ ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.
თავიდან ჩვენი ჯგუფის ფავორიტ ნაკრებად ალბანეთს ვთვლიდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოვიდა. გარდა ამისა, ქართველებმაც აჩვენეს, რომ ადრე თავდახრილები იყვნენ, ახლა კი მშვენიერი პროგრესი აქვთ.
რას ვიტყვი უკრაინაზე? - იმას, რომ მთავარ მწვრთელ რებროვზე დიდი ავანსები გაიცა. მას კარიერაში მოკრძალებული მიღწევები აქვს, თუმცა ხალხმა დიდი მოლოდინები შეიქმნა. მიუხედავად ამისა, ალბათ, დარჩენილი 2 თამაშიდან ერთს მოვიგებთ და B დივიზიონში ადგილს შევინარჩუნებთ.
- თქვა ფედორჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის ლიდერი ჩეხეთი 7 ქულითაა, შემდეგ საქართველო და ალბანეთი 6-6 ქულით მოდიან, უკრაინა კი 4 ქულით ბოლო ადგილზეა.