იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. ფრანჩესკო მაროლდას აზრით, ქართველი სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია.
თავიდან მაინც ვფიქრობდი, რომ ნაპოლი მას შეინარჩუნებდა, მაგრამ აზრი შემეცვალა. მგონია, რომ ხვიჩა და კლუბი რაღაც დონის შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ ქართველი სეზონის ბოლოს მაინც წავა. კვარაცხელიას შემთხვევა ოსიმენისას უკვე ძალიან ემსგავსება.
ხვიჩას დიდი ამბიციები აქვს, რაც ნაპოლის მიზნებისგან განსხვავდება. ახლა კლუბისგან კომპრომისია საჭირო, რათა ფეხბურთელთან თბილი და კარგი ურთიერთობა შენარჩუნდეს.
- თქვა მაროლდამ Televomero-ს ეთერში.
იტალიური მედია ყურადღებას ორ ასპექტზე, კვარაცხელიას ხელფასზე და გამოსასყიდ თანხაზე ამახვილებს. ბოლო ცნობებით, ნაპოლიში ხელფასის თემაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა გამოსასყიდი თანხა კვლავ პრობლემად რჩება.