Radio Merte მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. იტალიური რადიოს აზრით, ქართველი ფეხბურთელის აგენტი კვარას მომავლით ძალიან რისკავს და დათმობაზე წასვლა უფრო მეტად უნდა ისწავლოს.
ეს ყველაფერი უკვე აუტანელი ხდება. არ შეიძლება, რომ მუდმივად მის ხელშეკრულებაზე იყოს საუბარი. სიტუაცია სულ დაძაბულია და ჯუღელს უნდა ესმოდეს, რომ გრანდები ფეხბურთელის მოთხოვნებს ყოველთვის არ დააკმაყოფილებენ და შესაძლოა, ისეთივე ვითარება დადგეს, რაც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში მოხდა.
ხვიჩას აგენტს ერთი რამ უნდა ესმოდეს, ნაპოლიმ ქართველი მაშინ შეიძინა, როცა ამას არავინ იზამდა, რაც დიდი რისკია. როდესაც აგენტი გქვია, სიფრთხილეც გმართებს, რადგან წინ ისედაც დიდი საფრთხეებია.
- ამბობს Radio Merte.
იტალიური რადიო ყურადღებას ორ ასპექტზე, კვარაცხელიას ხელფასზე და გამოსასყიდ თანხაზე ამახვილებს. ბოლო ცნობებით, ნაპოლიში ხელფასის თემაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა გამოსასყიდი თანხა კვლავ პრობლემად რჩება.