საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, ახალგაზრდა ტალანტის, ვახტანგ სალიას შესახებ წერს.
"კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, ვახტანგ სალია ტრადიციულ ევროპულ გუნდს, "ნიუკასლ იუნაიტედს" შეუერთდება. ვულოცავ "დინამო თბილისს" და "ნიუკასლ იუნაიტედს" ამ ტრანსფერს.
მატ დიდებული მოთამაშე დაიმატეს. დარწმუნებული ვარ, ამას თავად მალე დაინახავენ.
ჩემი ძვირფასი მეგობარი, თემურ ქეცბაია ამ გუნდის ისტორიული ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ვახტანგ სალია კიდევ უფრო მეტად დასამახსოვრებელი და წარმატებული იქნება და გუნდსაც დიდ შედეგებს მოუტანს.
ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს, სანამ ასეთი ტალანტები გვყავს. დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს ვიხილავთ ევროპის ტოპ 5 ლიგაში."
- ვკითხულობთ შოთას პოსტში.