"ტენერიფეს" ზედიზედ მე-3 გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში. ესპანურმა კლუბმა საფრანგეთში, "სენტ-კვენტინტინი" 71:61 დაამარცხდა და თავის ჯგუფს, რომელშიც მასთან ერთად სენტ-კვენტინი, თურქული "ქარშიაქა" და ბერძნული "კოლოსოსია", ერთპიროვნულლად ლიდერობს.
"ტენერიფელთა" ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:01 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა.
ესპანურ კლუბს C ჯგუფში სამივე მატჩი მოგებული აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 14 ნოემბერს ისევ "სენტ კვენტინთან", ამჯერად შინაურ კედლებში გამართავს
GBF.GE