იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის "ემპოლიმ" სტადიო კარლო კასტელანიზე "ინტერს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
შეხვედრის 31-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს მასპინძელთ ქართველი მცველი, გოგლიჩიძემ მარკუს ტიურამზე უხეშად ითამაშა, რომელიც მთავარმა მსაჯმა ჯერ ყვითელი, ხოლო ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ, წითელი ბარათით შეაფასა.
საფეხბურთო სტატისტიკური ვებსაიტი Sofascore, გოგლიჩიძის მოკლე დროში ნაჩვენებ თამაშს 5,4 ქულით აფასებს.