"მოსყიდვის გეგმა ჩაუფლავდათ" | რას წერენ ფანები ყატარის საშინელი თამაშის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მოსყიდვის გეგმა ჩაუფლავდათ" | რას წერენ ფანები ყატარის საშინელი თამაშის შემდეგ

"მოსყიდვის გეგმა ჩაუფლავდათ" | რას წერენ ფანები ყატარის საშინელი თამაშის შემდეგ
20-11-2022, 21:50
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ყატარისა და ეკვადორის გახსნითი შეხვედრა, რომელიც სამხრეთ ამერიკულმა გუნდმა უდიდესი დომინაციით 0:2 მოიგო, ორივე გოლის ავტორი კი ენერ ვალენსია გახდა. რასაკვირველია, გულშემატკივრები ყატარის საშინელ სათამაშო ხარისხს ინტერნეტში მასობრივად გამოეხმაურნენ.

აი, რას წერენ ქართველი ფანები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი შეხვედრის შესახებ:

"რა სასაცილოა, მარკა არადა წერდა, რომ ყატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდაო"

"ცალკარაა, საერთოდ რატომაა ეს ქვეყანა მუნდიალის მასპინძელი?"

"ენერ ვალენსია ნამდვილი მარადონა გახდა"

"ყატარს მოსყიდვის გეგმა ჩაუფლავდა, მგონი ამიტომ იყვნენ ასე დაბნეულები"

"ალმოეზ ალი ყატარის კაჭარავა იყო პირველ ტაიმში"

"ყატარის მეკარეს ვყვარობ, 2 წუთში 2 სისულელე დიდებულად გააკეთა"

"ყატარის მეკარეს მონად გაყიდიან ვატყობ"

"ყატარი სოფლის გუნდი ყოფილა. პირველი გოლიც უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, ჩემი აზრით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად გატყდება დღეს ნავსი და მასპინძელი გუნდი გახსნის თამაშს წააგებს, დიდი მოულოდნელობები გველოდება."

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყატარის მაგივრად, თითქოს საქართველოს ნაკრები თამაშობს!"

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტს, ინგლისსა და ირანს შორის გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი