დღეს, 28 ოქტომბერს, ალბანეთის დედალაქ ტირანაში ჭიდაობაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს.
შეჯიბრებაში ჯერ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, 30 ოქტომბრიდან კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტულით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ – გიორგი თოხაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
72 კგ – ოთარ აბულაძე
82 კგ – გელა ბოლქვაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გეგეშიძე.
მწვრთნელები: ბექა როყვა, შალვა გადაბაძე, შმაგი გულიაშვილი.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები – 19:45 საათიდან.