საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი მიქაუტაძემ ხანგრძლივი ნავსი გატეხა და ლიონის შემადგენლობაში პირველი გოლები გაიტანა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მედიასთან გულწრფელად აღიარა, რომ გატანა სწორედ ის იყო, რაც ამ დრომდე ძალიან სჭირდებოდა.
გოლის გატანა ძალიან მჭირდებოდა, რადგან მიყვარს ეს საქმე და ყველას მადლობას გიხდით, ვინც აქამდე მხარს მიჭერდით.
მოვახერხე გოლის გატანა იმ გუნდის მაისურით, სადაც გავიზარდე და რაც ჩემი ოცნება იყო. არ მაინტერესებს თუ რას ლაპარაკობენ ჩემზე. ბევრი რამ მართალი არ არის და ამ ხალხს ერთად უნდა მოვაკეტინო!
- თქვა გიორგი მიქაუტაძემ.
ქართველმა თავდამსხმელმა 27 ოქტომბრის შეხვედრაში ოსერს დუბლი შეუსრულა, თუმცა ლიონმა მატჩის მოგება მაინც ვერ შეძლო.