ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" გასვლაზე "ხეტაფეს" ესტუმრა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ცხადია, ქართველი მეკარე "ღამურების" სასტარტო თერმეტეულში გახლდათ და სრული შეხვედრა ჩაატარა.
სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, მამარდას 10-ბალიანი სისტემით 7,4 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდში, მეტოქის 2 მოთამაშესთან ერთად, საუკეთესო შედეგია.