ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" ლინცში ადგილობრივ "ლასკს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის სასტარტო თერთმეტეულში იყო და სრული მატჩი ჩაატარა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც 33-ე წუთზე თავური დარტყმით შეაგდო და სტატისტიკური ვებსაიტ Sofascore-სგან შეფასების სახით 7,2 ქულაც დაიმსახურა.