ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდმა ბარსელონას უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
აღნიშნულ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იყო 25 წლის ინაკი პენიაც, რომელმაც შუა სეზონში ტრავმირებული მარკ ანდრე ტერ შტეგენი ჩაანაცვლა.
"ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, ახლა ნამდვილი კულე ვარ! გასულ ისეზონის ბოლოს ბევრი იმედგაცრუება გვქონდა, რაც რთულად გადასატანი იყო - ჰანს ფლიკი მოვიდა და გვასწავლა როგორ ვირწმუნოთ საკუთარი ძალების", - გაჯნაცახა პენიამ.
ცნობისთვის, ინაკი პენიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსელონას კარი 6 მატჩში დაიცვა, სადაც კარის მშრალად შენახვა 4 შეხვედრაში მოახერხა.