ასე ნამდვილ კაცს შეშვენის - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

ასე ნამდვილ კაცს შეშვენის - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ

ასე ნამდვილ კაცს შეშვენის - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ
27-10-2024, 01:31
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიასთვის მაქს ჰოლოუეისთან დაპირისპირება შესანიშნავი გამოდგა. ბრძოლა თავიდანვე სანახაობრივად დაიწყო და ქართველმა ყველაფერი მესამე რაუნდში ულამაზესი ნოკაუტით დაასრულა.

აი, რა თქვა თოფურიამ ამერიკელი მებრძოლის დამარცხების შემდეგ:

პირველ რიგში, მინდა, რომ მადლობა ღმერთს გადავუხადო, რადგან ყველაფერი მას ეკუთვნის. ის ყველაფერს მაძლევს, რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია. მადლობა მას.

არც კი ვიცი რა ვთქვა. დაამარცხო ისეთი ლეგენდა, როგორიც მაქს ჰოლოუეია, ეს ჩემთვის დაუჯერებელია. მე მას თვალს ვადევნებდი და ის ინსპირაციის წყარო იყო ჩემთვისაც და ახალგაზრდა თაობისთვისაც, ახლა კი მე წარმოვადგენ ამ ახალ თაობას და მსურს, რომ სულ მცირედ მაგალითს მაინც წარმოვადგენდე მათთვის, როგორც ამას მაქსი აკეთებდა ჩემთვის.

- თქვა თოფურიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი