როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ილია თოფურია მაქს ჰოლოუეისთან დღევანდელ ბრძოლაში რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს.
თოფურიას გარანტირებულად აქვს უკვე 750 000 დოლარი გამომუშავებული, ხოლო გამარჯვებისა და საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის კი ილია დამატებით ბონუსებს და ბრძოლის გაყიდვიდან შემოსულ თანხას მიიღებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ ოდენობის თანხა UFC-ის ორგანიზაციაში აქამდე ჯერ არცერთ ქართველს არ მიუღია.