"უელსი ჩვენ ნამდვილად არ დაგვიმარცხებია" - ჯორჯიის შტატის განცხადება » სპორტის ხაზი

"უელსი ჩვენ ნამდვილად არ დაგვიმარცხებია" - ჯორჯიის შტატის განცხადება

"უელსი ჩვენ ნამდვილად არ დაგვიმარცხებია" - ჯორჯიის შტატის განცხადება
20-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გუშინდელ ბრწყინვალე გამარჯვებას არაერთი გულშემატკივარი გამოეხმაურა და ცხადია, რომ ქვეყანამ უამრავი მილოცვა მიიღო. ამის პარალელურად, როგორც აღმოჩნდა, მილოცვებს ჯორჯიის შტატიც იღებდა, რისი განმაპირობებელი მიზეზიც ერთი მარტივი ამბავია.

საქართველოსა და ჯორჯიის შტატის სახელები აბსოლუტურად იდენტურია, რის გამოც ჩვენი ქვეყანა აშშ-ის შტატში არაერთხელ შეშლიათ. სწორედ ასე, ზოგიერთმა გულშემატკივარმა ჩათვალა, რომ უელსი ჯორჯიის შტატმა დაამარცხა და მილოცვები ჩრდილო ამერიკელებმაც მიიღეს, რასთან დაკავშირებითაც ჯორჯიის შტატმა მოგვიანებით განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა:

"მიღებულ შეტყობინებებსა და მილოცვებს ვაფასებთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის შტატს უელსის სარაგბო ნაკრები არ დაუმარცხებია, თუმცა მადლობას მაინც გიხდით, საქართველოს კი ვულოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას." - ჯორჯიის შტატის ოფიციალური განცხადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი