28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე რიგით 68-ე ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი.
დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტზე, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა.
"ვინისიუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და მომავალი ოქროს ბურთის გამარჯვებულია.
ძალიან თავმდაბალია და დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა, გაიზარდა დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია", - განაცხადა ანჩელოტიმ.