ცალი ფეხით კარისკენ - რა ჩანაფიქრი აქვთ ჯუღელს და კვარაცხელიას » სპორტის ხაზი

ცალი ფეხით კარისკენ - რა ჩანაფიქრი აქვთ ჯუღელს და კვარაცხელიას

ცალი ფეხით კარისკენ - რა ჩანაფიქრი აქვთ ჯუღელს და კვარაცხელიას
დღეს, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში იტალიური მედია წერს, რომ ნაპოლი და კვარაცხელია ერთმანეთს ნელ-ნელა შორდებიან, რაც არასასურველმა კონტრაქტმა განაპირობა.

Il Mattino-ს მტკიცებით, მამუკა ჯუღელი ახლა ერთი მიმართულებით იმუშავებს, რაც გამოსასყიდი თანხის დაქვეითებას შეეხება.

აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, რომ კვარას გამოსასყიდად ოსიმენის მსგავსად 120 მილიონი ევრო მიუთითოს, ჯუღელის სურვილი კი მისი 80 მილიონ ევრომდე დაწევაა, რათა პოტენციური მყიდველები ფასით არ "დაფრთხნენ".

ბოლო ცნობების მიხედვით, მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში მილანში ჩაფრინდება და არის ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები სწორედ იქ შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი