მეტი არაფრის თქმა სურს? - დე ლაურენტისის უკმეხი პასუხი ხვიჩას კონტრაქტზე » სპორტის ხაზი

მეტი არაფრის თქმა სურს? - დე ლაურენტისის უკმეხი პასუხი ხვიჩას კონტრაქტზე

მეტი არაფრის თქმა სურს? - დე ლაურენტისის უკმეხი პასუხი ხვიჩას კონტრაქტზე
გუშინ, 18:29
Aa Aa
გაზიარება:

აურელიო დე ლაურენტისი ბოლო პერიოდში საკმაოდ უჩვეულოდ იქცევა. ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას ტონს მუდამ იცვლის და ჟურნალისტებს უკმეხად ესაუბრება.

როგორც იცით, კლუბის მფლობელმა ქართველს ახალი კონტრაქტი და წლიურად 5 მილიონი ევრო შესთავაზა, არადა ხვიჩას გარემოცვა 8-9 მილიონ ევროს ითხოვდა, რაც, როგორც ჩანს, დე ლაურენტისმა არ გაითვალისწინა.

ამ საათებში მას განახლებული ინფორმაციის შესახებ ჰკითხეს, მას კი ასეთი მოკლე და უხასიათო პასუხი ჰქონდა:

ვერ ვხვდები რა გინდათ, რა სიახლე უნდა იყოს?!

- თქვა ლაურენტისმა.

ბოლო ცნობების მიხედვით, კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში მილანში ჩაფრინდება და არის ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები სწორედ იქ შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი