ხვალ ხვიჩა ძირითადში არ იქნება - რა ინფორმაცია ვრცელდება იტალიაში » სპორტის ხაზი

ხვალ ხვიჩა ძირითადში არ იქნება - რა ინფორმაცია ვრცელდება იტალიაში

ხვალ ხვიჩა ძირითადში არ იქნება - რა ინფორმაცია ვრცელდება იტალიაში
გუშინ, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Il Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყოს.

26 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ში ლეჩეს უმასპინძლებს და როგორც ვარაუდობენ, ამ შეხვედრაში კონტე კვარაცხელიას დასვენების საშუალებას მისცემს, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

საქმე ისაა, რომ ნაპოლის ლეჩეს შემდეგ 3 დღეში მილანთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის და ანტონიოს სურს, რომ ქართველი იქ ბოლომდე დატვირთოს.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 19 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 2 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი