დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი იტალიის თასის 1/16-ფინალში ქვედალიგელ პალერმოს უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება, თუმცა რამდენად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც იტალიის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, კერძოდ Corriere dello Sport-მა დაწერა ანტონიო კონტე ხვიჩას დასვენების საშუალებას მისცემს, რათა გადატვირთული გრაფიკი ნაპოლის მთავარ ლიდერზე ტრავმით არ აისახოს.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში მართლაც ბევრგან მოუწია თამაში. გარდა ამისა, ამ ყველაფერს თან ერთვის სანაკრებო შეხვედრები საქართველოსთან ერთად და ქართველი ფეხბურთელის მეუღლის, ნიცას მშობიარობა, რის გამოც კონტე ხვიჩას პალერმოსთან დაასვენებს.
- დაწერა გამოცემამ.
სავარაუდოდ, ხვიჩა პალერმოსთან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს და მინდორზე იმ შემთხვევაში გამოჩნდება თუ სასტარტო თერთმეტეული თავს საქმეს ვერ გაართმევს.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი შარშან იტალიის თასიდან 1/8-ფინალში გიორგი კვერნაძის ფროზინონესთან გამოვარდა.