"აჩვენე მსოფლიოს, რომ საუკეთესო ხარ" - ქინქლაძე თოფურიას გვერდითაა » სპორტის ხაზი

"აჩვენე მსოფლიოს, რომ საუკეთესო ხარ" - ქინქლაძე თოფურიას გვერდითაა

"აჩვენე მსოფლიოს, რომ საუკეთესო ხარ" - ქინქლაძე თოფურიას გვერდითაა
გუშინ, 23:23
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს ხვალ, 26 ოქტომბერს 00:00 საათიდან ამერიკელი მებრძოლლის, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

აღნიშნულ ბრძოლამდე ქართველმა მებრძოლმა გამამხნევებელი სიტყვები ლეგენდარული ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძისგან მიიღო.

დიდი ჩემპიონის გზა თავგანწირვასა და უდრეკ რწმენაზე გადის. ილია, შენთან მხოლოდ შენი ოჯახისა და გუნდის ფიქრი არაა, შენთან მთელი ქვეყნის და თითოეული ადამიანის ფიქრია, ვისაც შრომისა და თავდადების სჯერა.

არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, შენ ოქტაგონში შეხვალ და დარწმუნებული იქნები რომ თითოეული ჩვენგანი შენს გვერდით დგას. ეს შენი დროა, აჩვენე მსოფლიოს რომ საუკეთესო ხარ. წინ ჩემპიონო!

- წერს ქინქლაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი