როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს შედგება #UFC308-ის ღონისძიება, სადაც ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ქამარს ამერიკელი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.
ბრძოლამდე ცოტა დრო რჩება და მებრძოლები სხვადასხვა ქმედებით ცდილობენ ერთმანეთის გაღიზიანებას.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მაქსის ვიდეო, სადაც ამერიკელი მებრძოლი ერთ-ერთ გადაცემაში წარმოგვიდგენს გუნდის პერსონალიზებულ მაისურს, რომელიც "ბარსელონამ" მას გაუგზავნა და ამბობს, რომ თავის თავსაც და კატალონიელებსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.
თოფურია კი, მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარია, ხშირად გამოჩენილა "ბლანკოსის" მოთამაშეებთან ერთად და ბერნაბეუზე საჩემპიონო ქამარიც წარადგინა.