ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან მიღებული ტრავმის გამო როდრიგო მოახლოებულ ელ კლასიკოს გამოტოვებს - ინფორმაციას ამის თაობაზე სამეფო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, ბრაზილიელ შემტევს კუნთის ტრავმა აწუხებს და მინიმუმ 20 დღით იუქმებს.
ცნობისთვის, რეალ მადრიდი მე-11 ტურის შეხვედრაში ბარსელონას 26 ოქტომბერს უმასპინძლებს.