'მეცმა' 'ეპინალი' დაამარცხა - ფრანგული კლუბი საფრანგეთის თასის მომდევნო ეტაპზეა » სპორტის ხაზი

'მეცმა' 'ეპინალი' დაამარცხა - ფრანგული კლუბი საფრანგეთის თასის მომდევნო ეტაპზეა

'მეცმა' 'ეპინალი' დაამარცხა - ფრანგული კლუბი საფრანგეთის თასის მომდევნო ეტაპზეა
20-11-2022, 14:31
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში გიორგი მიქაუტაძის 'მეცი' 'ეპინალს' დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

ფრანგული კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მასპინძელთა დაცვის გატეხვა მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხა - 87-ე წუთზე ლენი ჯოზეფმა 'ეპინალს' გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა.

'მეცმა' 'ეპინალი' დაამარცხა - ფრანგული კლუბი საფრანგეთის თასის მომდევნო ეტაპზეა

'მეცი' საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში გავიდა


რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველმა ფორვარდმა სწორედ ამ მატჩის გამო გამოტოვა საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრა მაროკოსთან, რადგან სათასო მატჩისთვის მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არ რჩებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი