იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-8 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, ქართველზე კი მატჩის შემდეგ კომენტარი ნაპოლის მეკარემ გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია. ის თამაშებზე ისეთივე კარგად გამოიყურება, როგორც საწვრთნელ ვარჯიშებზე. პენალტზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან მეტოქე გუნდის მეკარეებმა ჩვენგან ინფორმაცია არ მიიღონ.
- თქვა ელია კაპრილემ.
შეგახსენებთ, რომ კვარას სერია A-ში უკვე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.