ხორვატული გამოცემა: "საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან ეს 2 ფეხბურთელი გამოირჩევა" » სპორტის ხაზი

ხორვატული გამოცემა: "საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან ეს 2 ფეხბურთელი გამოირჩევა"

ხორვატული გამოცემა: "საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან ეს 2 ფეხბურთელი გამოირჩევა"
19-10-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეიოფს გაივლის, სადაც რამაზ სვანაძის გუნდი ივიცა ოლიჩის ხორვატიას დაუპირისპირდება.

აი, რას წერს ხორვატული მედია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებზე:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წელს პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ამ გუნდის წევრები ახალგაზრდულ გუნდშიც გამოდიან – შახტარის მარცხენა მცველმა, ირაკლი აზაროვმა, რომელიც 5 მილიონი ევრო ღირს, საქართველოს ეროვნულ გუნდში 18 მატჩი ჩაატარა.

აზაროვის გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ლუკა გაგნიძესაც, რომელმაც ქვეყნის მთავარ ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 1,8 მილიონი ევროა. გაგნიძე მოსკოვის დინამოში თამაშობს. მან 16 წლის ასაკში საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო.

- წერენ ხორვატები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი