ნერესი თუ კვარა - ნაპოლის ფანები საუკეთესოს ასახელებენ » სპორტის ხაზი

ნერესი თუ კვარა - ნაპოლის ფანები საუკეთესოს ასახელებენ

ნერესი თუ კვარა - ნაპოლის ფანები საუკეთესოს ასახელებენ
დღეს, 11:53
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში ხმები დაირხა, რომ ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიასთვის სათამაშო დროის შემცირებას დავიდ ნერესისთვის გაზრდით აპირებს.

ამასთან დაკავშირებით ნაპოლის ფანები საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ. აი, რას წერენ ისინი სხვადასხვა ნეაპოლური გვერდის კომენტარებში:

ერთიც უნდა იდგეს და მეორეც. ოდესმე პოლიტანოს ლეგენდა უნდა დასრულდეს, ის უძრავი ფეხბურთელია.

ნერესს ისეთი პროგრესი აქვს, რომ ძირითად შემადგენლობას აუცილებლად იმსახურებს.

კვარაცხელიასთვის უკეთესიც კი იქნება თუ სკამიდან დაიწყებს. მას დასვენებაც შეეძლება და მოტივაციაც გაეზრდება.

თუ ვინმეს აღმავლობა აქვს, მას მეტი დრო და შანსი უნდა მიეცეს, ასეთი კი სწორედ ნერესია.

კვარა ხან შეუჩერებელია, ხან კი საერთოდ არ ჩანს. დროა საკუთარი თავი დაიბრუნოს და დროებითი გამონათებები შეწყვიტოს.

- წერენ ნეაპოლელები.

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ში ხვალ ითამაშებს, მეტოქე კი საბა გოგლიჩიძის ემპოლი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი