საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში, რომელიც ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ლატვიას უმასპინძლა და 4:4 დაასრულა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენებურთა მხრიდან გოლები იაშვილმა (დუბლი), კობახიძემ და იონანიძემ გაიტანეს.