გოგა ბითაძის ორლანდომ NBA-სთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეხვედრა ფილადელფიასთან გამართა და 114:99 იმარჯვა.
გოგა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. მან 10:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ 4 დან 3 ორქულიანი გამოიყენა.
ცნობისთვის, NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩს ორლანდო მეჯიქი 24 ოქტომბერს სტუმრად მაიამი ჰიტთან ჩაატარებს.