საფეხბურთო ჟურნალისტის, რომან ალვარესის ინფორმაციით, 2025 წლიდან მადრიდის რეალი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს დაიმატებს.
როგორც იწერება, ლივერპულის განაპირა მცველს მადრიდის რეალთან ფორმალური შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, რის გამოც ტრენტი ლივერპულთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.
შესაბამისად, რეალის მიზანი ისაა, რომ არნოლდი ყოველგვარი ხარჯის გარეშე დაიმატოს, რასთანაც, ალვარესის მტკიცებით, რეალი საკმაოდ ახლოსაა.
ბოლო პერიოდში არნოლდს ახალგაზრდა კონორ ბრედლი არც ისე იშვიათად ცვლის და წესით, არნე სლოტის ლივერპული მომავალ წლებში სწორედ მას დაეყრდნობა.