1-წლიანი პაუზის შემდეგ, რეალ მადრიდის მცველმა დავიდ ალაბამ ინდივიდუალური ვარჯიშები განაახლა - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური მედია ავრცელებს.
მეტიც, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ალაბა გუნდს ძალიან მალე დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, 32 წლის ავსტრიელმა ჯვარედინი იოგები გასული წლის დეკემბერში გაიწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.