ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია, C ჯგუფში 19 ქულა დააგროვა და პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღო.
წილისყრა ხვალ, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება, სავარაუდო მეტოქეები კი ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია არიან.
პლეი ოფის მატჩები 11 და 19 ნოემბერს შედგება.