"კარისკენ ბევრჯერ დაარტყა" - სიომინს ხვიჩას ალბანეთთან თამაში მოეწონა » სპორტის ხაზი

"კარისკენ ბევრჯერ დაარტყა" - სიომინს ხვიჩას ალბანეთთან თამაში მოეწონა

"კარისკენ ბევრჯერ დაარტყა" - სიომინს ხვიჩას ალბანეთთან თამაში მოეწონა
16-10-2024, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, იური სიომინს ხვიჩა კვარაცხელიას ალბანეთთან ჩატარებული თამაში მაინც მოეწონა.

მასზე ხშირად ორი ან სამი მცველი ეწყობა. ხვიჩა ალბანეთთან კარისკენ დარტყმას ხშირად ცდილობდა. მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, ამ დარტყმებმა შედეგი არ გამოიღო. მცველები მუდმივად აწყობენ სქემებს კვარას შესაჩერებლად, დარტყმებიც ამიტომ იბლოკებოდა.

- თქვა რუსმა მწვრთნელმა.

იური სიომინი ხვიჩასთან დაახლოებული პირი და ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ის ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის ლოკომოტივში წვრთნიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი