უბერებელი ლეო მესი - ლეგენდამ ბოლოვიას მარტომ გადაუარა » სპორტის ხაზი

უბერებელი ლეო მესი - ლეგენდამ ბოლოვიას მარტომ გადაუარა

უბერებელი ლეო მესი - ლეგენდამ ბოლოვიას მარტომ გადაუარა
16-10-2024, 12:28
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიონელ მესის არგენტინამ ბოლოვიას უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.

სრული ფურორი მოახდინა "ლა პულგამ", რომელმაც ბოლივიელებისთვის 3 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, მესიმ 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა და 10.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

37 წლის ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირთა დავის ლიდერია. მესის ანგარიშზე 6 გოლი და 2 ასისტი გახლავთ.

არგენტინელები შესარჩევის პირველ ადგილს 22 ქულით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი